ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ კინჩხაში, მდინარე ოკაცეზე დასრულებული ნაპირსამაგრი სამუშაოები მოინახულა.
ხონის მერიის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული პრობლემის გამო, წლების განმავლობაში საგზაო ინფრასტრუქტურა ზიანდებოდა და მოსახლეობას გადაადგილებისას დისკომფორტს უქმნიდა. სამუშაოები, რომლის დაახლოებითი ღირებულებაც 108 000 ლარს შეადგენდა შ.პ.ს. „ალმ ევროტექნიკსმა“ შეასრულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.