სასპორტო სკოლის დირექტორის ანდრანიკ კარსლიანის ინიციატივით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მწვრთნელ თათევოს არზუმანიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი სათხილამურო შეჯიბრი ჩატარდა.
შეჯიბრში მონაწილეობა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა მოთხილამურეებმა მიიღეს და საპატიო, საპრიზო ადგილები გაინაწილეს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სუმბატ კიურეღიანის, მუნიციპალიტეტის მერის, ანი მოსოიანისა და შეჯიბრის ორგანიზატორის, სასპორტო სკოლის დირექტორის, ანდრანიკ კარსლიანის თქმით, შეჯიბრის ნინოწმინდაში ჩატარება წინ გადადგმული ნაბიჯია იმისათვის, რომ სათხილამურო შეჯიბრი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად ჩატარდეს.
ინფორმაციას ნინოწმინდის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.