საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს პირისპირ შეხვდა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ მაღალი დონის ვიზიტების ფარგლებში გამართული შეხვედრები ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობების გამტკიცებას შეუწყობს ხელს.
„ორი ქვეყნის ურთიერთობებში პოზიტიური და დადებითი დინამიკაა, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების თვალსაზრისით. მე მქონდა საშუალება პრემიერ მინისტრთან განმეხილა ძალიან საინტერესო საკითხები, რაც ვიმედოვნებ, კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას,“ აღნიშნა საქართველოს პრემიერ მინისტრმა.
საუბრისას სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ეკონომიკურ და ტურისტულ სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება. მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარებაც მიმოიხილეს და აღნიშნეს, რომ სტაბილურ გარემოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნების ეკონომიკური კეთილდღეობისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.