ხონში, ქალთა დღისადმი მიძღვნილმა მცირე ოლიმპიადამ აიღო სტარტი, რომელიც 8 მარტს დასრულდება.
ოლიმპიადის ფარგლებში 6 სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომლები, გუნდურად და ინდივიდუალურად, ერთმანეთს ფრენბურთში, ნარდსა და შაშში დაუპირისპირდებიან.
ღონისძიების მიზანს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ქალბატონების ყოველდღიური ცხოვრების გამრავალფეროვნება წარმოადგენს.
ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.