ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრო.
„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ სამდივნოს წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას იმერეთის მუნიციპალიტეტების ეკონომიკური პოტენციალისა და ინიციატივის ფარგლებში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კლუბის წევრი მუნიციპალიტეტებისთვის არსებული პროდუქტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრის ბოლოს კლუბში გაწევრიანებულ იმერეთის მუნიციპალიტეტებს კლუბის წევრობის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.
„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ევროკავშირის ახალი ინიციატივაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, რომელმაც 2017 წლის იანვარში დაიწყო ოპერირება.
ინიციატივის მიზანია დაეხმაროს აღმოსავლეთ პარტნიორობის მერებს და მუნიციპალიტეტებს უფრო აქტიური როლი ითამაშონ ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში მათ მუნიციპალიტეტებში.
ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.