შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, უკრაინაში მდგომარეობის გამო, რუსეთს სანქციები კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა, განაცხადა თეთრმა სახლმა.
პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ იმდენად, რამდენადაც უკრაინის გარშემო მდგომარეობა „წარმოადგენს უჩვეულო და განსაკუთრებულ საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისა და აშშ-ის საერთაშორისო პოლიტიკისთვის“, პრეზიდენტის 2014 წლის ბრძანებულება, რომელმაც რუსეთს სანქციები დაუწესა, ერთი წლით არის გახანგრძლივებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.