ლევან იზორიამ წილკანში ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლია
03-03-2018, 12:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია წილკანში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი უმცროსი სერჟანტის, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ლევან იზორიას განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლია.

 


„სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახის წევრებს, სრულიად საქართველოს ჩვენი შეიარაღებული ძალების, ყოფილი უმცროსი სერჟანტის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო. არჩილი არის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი. ამ მძიმე წუთებში მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით დგას. ვითხოვთ დროულად გადაეცეს ოჯახს ცხედარი. ჩვენ ერთად მხოლოდ მშვიდობიანი გზით, პრინციპულად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის პოლიტიკას“, განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრთან ერთად გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, წილკანში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, მისმა მოადგილეებმა და გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი