უკრაინის პოლიციამ 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა უმაღლეს რადასთან არეულობების მოწყობისთვის, იტყობინება ამ წუთებში უკრაინის ეროვნული პოლიცია.
უფრო ადრე გავრცელებული ცნობების მიხედვით, დაკავებულთა რაოდენობა 50-ს შეადგენდა. პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე სამართალდამცავებისთვის მუქარის მუხლით აღძრა.
კიევში, პარლამენტთან მიტინგს, უკრაინიდან პოლონეთში გაძევებული და ამჟამად ნიდერლანდებში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოპოზიციური უკრაინული პარტიის „ახალ ძალთა გაერთიანების“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ატარებენ. დილით კარვების ქალაქში პოლიცია ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდა, რასაც სამართალდამცველებსა და სააკაშვილის მომხრეებს შორის შეტაკებები მოჰყვა.

კიევის პოლიციის ხელმძღვანელის, ანდრეი კრიშჩენკოს თქმით, დაზიანებები მიიღო ათმა ადამიანმა, მათგან 6 აქციის მონაწილეა, ხლო 4 ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, მოგვიანებით პოლიციელებმა მაინც მოახერხეს კარვების ქალაქის გაჩხრეკა და იქიდან ცხრა РГД-5-ის ტიპის ყუმბარა და „მოლოტოვის კოქტეილები“ ამოიღეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.