მესამე პირი გარდაიცვალა ავსტრალიაში ლისტერიის ბაქტერიით ინფიცირებული ნესვის ჭამის შემდეგ. როგორც BBC იუწყება, შტატ New South Wales -ის ფერმაში მოყვანილ ნესვში არსებული ბაქტერიის შედეგად 15 ხანდაზმულია ინფიცირებული.
ავსტრალიის ჯანდაცვის სამსახურმა გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხანდაზმულები, ორსულები და ჩვილი ბავშვები უნდა მოერიდონ ნესვს, რომელიც უკვე გაჭრილ მდგომარეობაშია.
„ლისტერიოზისადმი მოწყვლადმა ადამიანებმა უნდა გადააგდონ ნებისმიერი ნესვი, რომელიც 1-ელ მარტამდე აქვთ შეძენილი“, განაცხადა ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენელმა ვიკი შეფერდმა.
დაავადების აფეთქების გამო, რომელიც იანვარში დაიწყო, ავსტრალიის სუპერმარკეტებმა ნესვის გაყიდვა შეაჩერეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.