მოკლულია პრო-სირიული მთავრობის 36 ჯარისკაცი თურქული საჰაერო დარტყმების შედეგად აფრინის რეგიონში
04-03-2018, 00:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სირიის პრო-სამთავრობო ჯარების სულ მცირე 36 წარმომადგენელია მოკლული თურქული საჰაერო დარტყმების შედეგად აფრინის რეგიონში, როგორც ამას BBC სადამკვირვებლო ჯგუფზე დაყრდნობით იტყობინება.

 

 

თავდასხმის სამიზნე სირიის ჩრდილოეთით მდებარე კაფრ ჯინას ბანაკი იყო, როგორც ეს სირიულმა ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო ჯგუფმა განაცხადა.

 

 

სირიის  პრო-სამთავრობო ჯარები აფრინში ქურთების მხარდასაჭერად ორი კვირის წინ შევიდნენ. ქურთები კი თურქეთის სამხედრო შენაერთებს უკვე თვეზე მეტია რაც წინააღმდეგობას უწევენ სირიის აფრინის რეგიონში, სადაც თურქეთმა სამხედრო ოპერაცია, მეტსახელად „ზეთისხილის რტო“ მიმდინარე წლის 20 იანვარს წამოიწყო იმ მიზნით, რომ ტერიტორიიდან „ქურთი ტერორისტები“, ანკარას აზრით, „ქურთ მუშათა პარტიის“ გაგრძელებად მიჩნეული სამხედრო დაჯგუფება, განდევნონ.

 

 

სირიის მთავრობამ ეს იერიში გამოაცხადა, როგორც „აშკარა თავდასხმა“ თავის სუვერენიტეტზე და სახელმწიფო მედიის თანახმად, ქურთების დასახმარებლად რეგიონში დამატებითი ძალები გაიგზავნა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი