გარდაბნის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალბატონებს დედის დღე მიულოცა
03-03-2018, 23:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამ მარტს ახალშობილთა დედები, უხუცესი ქალბატონები და 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ლევან დევდარიანის დედა ბელა შერვაშიძე მოინახულეს.

 

 

 


მერი რამაზ ბუდაღაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან რაფი ორუჯოვთან, თავის მოადგილეებთან - რევაზ ეგაძესთან და დუნიამალ გაჯიევთან ერთად „ჯეოჰოსპიტალის“ სამშობიარო სახლს ესტუმრა და ახალშობილთა დედებს 3 მარტი პირადად მიულოცა, საჩუქრად კი ყვავილები და სპეციალური სასაჩუქრე შეფუთვა გადასცა. მერი მელოგინეებს და მედპერსონალს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა.

 

 

 


მოგვიანებით თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ლევან დევდარიანის დედა ბელა შერვაშიძე მოინახულეს,შემდეგ კი მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ხანდაზმულ ქალბატონებს ესტუმრნენ და მათაც ანალოგიურად ყვავილები და სასაჩუქრე შეფუთვა გადასცეს.

 

 

 


„მინდა დედის დღე მივულოცო ყველა დედას! ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი ჩვენთვის. რა თქმა უნდა ჩვენ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ ჩვენმა ქალბატონებმა თავი სრულფასოვან, განვითარებულ ქვეყანაში იგრძნონ. ნებისმიერ სიტუაციაში მზად ვარ კანონიერ ჩარჩოში მათი თანადგომისთვის“, განაცხადა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა.

 

 

 


ღონისძიება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურისა და ა(ა)იპ კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

 

 

 


ინფორმაციას და ფოტომასალას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი