სირიის აფრინის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში 59 თურქი სამხედრო პირი და მებრძოლია მოკლული. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“, ძირითადად ქურთებისაგან შემდგარი „სირიული დემოკრატიული ძალების“ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გარდა ამისა, ქურთების მტკიცებით, თურქული მხარიდან ათეულობით ადამიანია დაჭრილი, განადგურებულია რამდენიმე ერთეული ტექნიკა.
უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კი სირიის პრო-სამთავრობო ჯარების სულ მცირე 36 წარმომადგენელი იქნა მოკლული თურქული საჰაერო დარტყმების შედეგად აფრინის რეგიონში, სადაც თურქეთმა სამხედრო ოპერაცია, მეტსახელად „ზეთისხილის რტო“ მიმდინარე წლის 20 იანვარს წამოიწყო იმ მიზნით, რომ ტერიტორიიდან „ქურთი ტერორისტები“, ანკარას აზრით, „ქურთ მუშათა პარტიის“ გაგრძელებად მიჩნეული სამხედრო დაჯგუფება, განდევნონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.