ავსტრიული მხარის დახმარებით, საქართველოში საბრძოლო მასალების შენახვის სისტემების მენეჯმენტთან დაკავშირებით, პროექტის განხორციელება იგეგმება
05-03-2018, 11:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავსტრიის რესპუბლიკის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს უმასპინძლა. ლევან იზორიამ არად ბენკოსა და პოლკოვნიკ ერიხ ზიმბურგერს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების სურვილი გამოთქვეს.

 

 

ახლო მომავალში, ავსტრიული მხარის დახმარებით, საქართველოში საბრძოლო მასალების შენახვის სისტემების მენეჯმენტთან დაკავშირებით, პროექტის განხორციელება იგეგმება.

 

 

ავსტრიას ამ თვალსაზრისით სხვადასხვა ქვეყანასთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში 2018 წელი ლოგისტიკის წლად არის გამოცხადებული და ლოგისტიკის განვითარების სფეროში ავსტრიის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

„ვიწყებთ გარკვეული სტრუქტურული და ფუნქციური ხარვეზების იდენტიფიცირებას. პირველ რიგში, აქცენტს პერსონალის მომზადებასა და განვითარებაზე გავაკეთებთ.

 

 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის შეიარაღების იდენტიფიცირება, მისი ვარგისიანობის დადგენა და შესაბამისად, სასაწყობო მეურნეობის განვითარება“, განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

თავდაცვის მინისტრმა ავტრიის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმებისა და ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, ამ კუთხით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

 


შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი