სააკაშვილი: "საქართველოს მთავრობას სულ ფეხებზე ჰკიდია ივლიან თუ არა ჩვენი მოქალაქეები უცხოეთში, თვითონ ხომ დადიან"
21-05-2015, 08:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"საქართველოს მთავრობას სულ ფეხებზე ჰკიდია ივლიან თუ არა ჩვენი მოქალაქეები უცხოეთში, თვითონ ხომ დადიან," - ასეთი კომენტარი გააკეთა რიგაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის თემის კომენტირებისას.


საქართველოს ექსპრეზიდენტისა და უკრაინის პრეზიდენტის საერთაშორისო რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მთავარი საზრუნავი რიგაში არა უვიზო მიმოსვლის უფლების მიღება, არამედ მისი დაკავებაა. სააკაშვილის თქმით, მისი დაკავების მოთხოვნით, საქართველოს მთავრობა თავს იბანძებს.


უკრაინის პრეზიდენტის საერთაშორისო რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარემ ხელისუფლებას მიმართა, რომ მას და მის გუნდს თავი დაანებონ და ხალხს მიხედონ.


„საქართველოს მთავრობის ძირითადი საზრუნავი ის კი არ ყოფილა, რომ ქართველ ხალხს უვიზო მიმოსვლის უფლება მისცენ, არამედ თურმე ლატვიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა დამაკავონ და ამ უდღეურებს გადამცენ. მთავრობას როცა ეს პრიორიტეტი აქვს, იმ მთავრობისგან რა უნდა გამოვიდეს, გარდა იმისა, რომ თავს იბანძებენ. ქვეყანას დააცინინებენ - ყველა იტყვის, რომ ეს ქართველები რაღაც ვერ არიანო. ამავე დროს, არც იმის ენერგია არ აქვთ, რომ თავის ხალხისთვის რაიმე კონსტრუქციული გააკეთონ. დამანებონ მე და საერთოდ დაგვანებონ თავი და ხალხს მიხედონ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რიგაში დღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი გაიხსნა, სადაც ვიზა-ლიბერალიზაციაზეც უნდა ყოფილიყო საუბარი, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ საქართველო ამ შესაძლებლობას ვერ მიიღებს.


კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი