საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წილკანში ჩავიდა და ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილისა და ერთ-ერთი დაკავებულის, იოსებ პავლიაშვილის ოჯახებს შეხვდა.
„ცოტათი დაიმედებულები არიან გუშინდელი განცხადებების შემდეგ საპატრიარქოს და პრემიერის მხრიდა, თუმცა, კონკრეტულ ინფორმაციას ისინი ვერ ფლობენ. მათთვის დღეს ყველაზე მთავარი ცხედრის დროული გადმოცემაა. ყველა სხვა დანარჩენზე ისინი არ საუბრობენ. მთავარია, რომ ოჯახმა მიიღოს ცხედარი და სხვა ტიპის განცხადებებს ისინი ერიდებიან, რადგან არ სურთ, რაიმე გამწვავდეს მოლაპარაკებების განმავლობაში”, განაცხადა ნინო ლომჯარიამ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, ომბუდსმენის ოფისისთვის ფაქტის შემდეგ კონტაქტი ოკუპირებულ რეგიონთან გართულდა.
„კონტაქტი არის მაქსიმალურად შეზღუდული და თუნდაც, თუკი სხვა შემთხვევების დროს უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებდით, ახლა უფრო მეტად გაჭირდა ინფორმაციის მიღება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან გაძლიერდა ზეწოლა იქ მცხოვრებ მოსახლეობაზე, ფაქტობრივად ყოველ წუთს ხდება მათი შეჩერება, ჩხრეკა, გადაყვანა და ეს ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას უკავშირდება. საზოგადოებას ეშინია გარკვეული პროვოკაციების, აქედან გამომდინარე გართულებულია ინფორმაციის მიღებაც. რადგან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც დღეს პრიორიტეტულია ის, რაც სჭირდება ოჯახს, ანუ, ცხედრის გადმოცემა და სხვა საკითხებზე ალბათ უკვე მოგვიანებით უნდა ვისაუბროთ”, განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.