წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ევროკავშირის პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კლუბის წევრი გახდა
05-03-2018, 13:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ევროკავშირის პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კლუბის წევრი გახდა. შესაბამისი სერთიფიკატი მუნიციპალიტეტის მერს, გრიგოლ იოსელიანს სამხარეო ადმინისტრაციაში გადასცეს. პროექტის ექსპერტები კურორტის ტურისტული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების გაცნობის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებს შეხვდენენ და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

 


წყალტუბოში ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი ბალნეოლოგიურ ცენტრ „Be Healthy''-ში მისვლით დაიწყო. სტუმრები დაინტერესდნენ სამკურნალო პროცედურებით, დამსვენებელთა რაოდენობითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მეთოდებით, დაათვალიერეს ცივი ტბა და მეექვსე აბაზანა, იმყოფებოდნენ კომპანია ჰერბიაში’’, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მწვანილისა და ბოსტნეულის წარმოებას ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისთვის.

 


განსაკუთრებით მომეწონა თქვენი მწვანე ქალაქი, უახლოეს მომავალში აუცილებლად ჩამოვალ და ჩავიტარებ გამაჯანსაღებელ პროცედურებს, ვიმედოვნებ, რომ წყალტუბოს ეკონომიკური განვითარების მიმართულებით მომზადდება მნიშვნელოვანი პროექტები,  რაც ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას'', განაცხადა პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ხელმძღვანელმა, პიტერ კორსბიმ.

 

 
წყალტუბოში სამკურნალო ტურიზმის განვითარების გეგმებზე, სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ ეფექტურ პროგრამებსა, კურორტის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრეს ა(ა)ი.პ ტურიზმის განვითარების ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ვიცე გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა. შეხვედრაზე დელეგაციის წევრებს წარუდგინეს წყალტუბოს შესახებ მომზადებული პრეზენტაცია და ფილმი.

 


„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ევროკავშირის ახალი ინიციატივაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, რომლის მიზანია დაეხმაროს მერებს და მუნიციპალიტეტებს უფრო აქტიური როლი ითამაშონ ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში მათ მუნიციპალიტეტებში.

 

 

ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი