იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი და ხონის მუნიციპალიტეტის მერი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახებს ესტუმრნენ. გივი ჭიჭინაძემ და ლადო ჯურხაძემ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ვეფხია ჯიშკარიანის მეუღლესა და მერაბ თუთისანის დედას დედის დღე მიულოცეს და გამძლეობა უსურვეს.
„თქვენ ხართ გმირი დედები. აღზარდეთ შვილები, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს ერთიანობასა და კეთილდღეობას. თქვენს გმირობასა და თავდადებაზე, დგას ჩვენი სამშობლო. გპირდებით, რომ ყოველთვის ვიქნები თქვენს გვერდით“, განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ. „გილოცავთ დღევანდელ დღეს. თქვენ ხართ სამაგალითო ადამიანები. თქვენ ქმნით ჩვენს ისტორიას. თქვენმა შვილებმა და მეუღლეებმა დაწერეს საქართველოს დღევანდელი დღე. გილოცავთ. ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ“, განაცხადა ლადო ჯურხაძემ. ხონში მცხოვრებ 4 დაღუპული გმირის ოჯახს 500-500 ლარი გადაეცა.
ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.