საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იოჰანეს დაუმას შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე ლევან იზორიამ ხაზი გაუსვა ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის თავდაცვის სტრუქტურების თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება.
შეხვედრისას მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის შესახებ ისაუბრეს. საუბარი შეეხო განათლების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და საქართველოში დაგეგმილ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებს. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი დაესწრო.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.