ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე საექსპერტო წრეების წარმომადგენლები აწარმოებენ.
შეხვედრების ფარგლებში სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნეს ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესები.
ყურადღება გამახვილდა იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენებასთან.
საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით 50-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში გაიმართება.
შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia -ს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ხორციელდება.
ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.