საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ოკუპირებული ცხინვალიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე კონკრეტული თარიღის დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა, იმედოვნებს, რომ პრობლემა გონივრულ ვადებში გადაწყდება.
„ამ ტრაგიკულ საქმესთან დაკავშირებით მაქსიმუმს ვაკეთებთ. ჩართულია სახელმწიფოს ყველა ორგანო და ყველა ინსტიტუტი. რა თქმა უნდა, დიდი იმედი გაქვს, რომ ეს ტრაგიკული პრობლემა გადაწყდება გონივრულ ვადებში და ამისთვის, ვაკეთებთ მაქსიმუმს.
თუ როდის მოხდება გადმოსვენება, კონკრეტულ დღეზე და დროზე, კომენტარს არ გავაკეთებ, რამეთუ ეს არ არის სწორი. უნდა გვესმოდეს, ჩვენ კონკრეტული მოქალაქეების და ადამიანების ტრაგედიებზე ვსაუბრობთ და დამატებითი მილოდინების შექმნა, წუთების თვლა არ არის სწორი. ეს ტრაგიკული შემთხვევა უნდა დასრულდეს გონივრულ ვადებში.... ზუსტად იგივე რეჟიმში, იგივე ძალისხმევით მიმდინარეობს მუშაობა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათ გადმოსაყვანად. საქმე აღძრულია. ჩვენი უპირველესი ამოცანა არის გარდაცვლილ მოქალაქეს მივაგოთ პატივი და შემდგომ უნდა ვიმსჯელოთ ყველაფერზე და ჩვენი ცოცხალი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ“, განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.