ვანის მერია მუნიციპალიტეტში 2018 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
06-03-2018, 13:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

 

 

ვანის მერიის პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია ვანში ერისთავის ქუჩის გზის აღდგენა; ვანში გიორგაძის ქუჩის გზის ბეტონის საფარით მოწყობა; ვანში წმ. ნინოს ქუჩის გზის ბეტონის საფარით მოწყობა; ვანში წერეთლის ქუჩის საავტომობილი გზის აღდგენა; ამაღლება-საპრასიის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის აღდგენა /ინაშაურის მიმართულებით;

 

 

ტობანიერი-ყუმურის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის /ცენტრის/ აღდგენა; ვანში 26 მაისის ქუჩის პირველი შესახვევის საავტომობილო გზის აღდგენა; ვანის მუნიციპალიტეტში გორა–უხუთის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის აღდგენა;

 


ვანის მუნიციპალიტეტში ზედავანი–გადიდის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის აღდგენა;

 


ბზვანის ადმინისტრაციული ერთეულის დაფნარი–ვანი–ბაღდათის მაგისტრალამდე დამაკავშირებელი საავტომობილო გზის აღდგენა;

 


ამაღლება-საპრასიის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის აღდგენა /კოპიტნარის მიმართულებით;

 


ვანში ვაჟა–ფშაველას ქუჩის საავტომობილო გზის აღდგენა;

 


სალხინოს ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრიდან ზენობნის მიმართულებით საავტომობილო გზის აღდგენა; დიხაშხოში ბარაქაძეების საუბნო გზის აღდგენა;

 

 

ტობანიერის ადმინისტრაციულ ერტეულში ტობანიერი-ზედაეწერტობანიერის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის აღდგენა;

 


სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მ. ავალიანის სახლიდან ბ. ლორთქიფანიძის სახლამდე საავტომობილო გზის აღდგენა;

 


ვანის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები უკვე დასრულდა. მიმდინარეობს შერჩევა -შეფასების ეტაპი. სამუშაოები, სავარაუდოდ, მარტის ბოლოდან დაიწყება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი