ლევან იზორია შვედ კოლეგას მასპინძლობს
06-03-2018, 13:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შვედეთის სამეფო 2019 წელს „ნატო-საქართველოს სწავლებაში” ჩაერთვება - ამის შესახებ დღეს შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართველ კოლეგას დაუდასტურა. პიტერ ჰულტქვისტს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.

 

 

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ საქართველოსა და შვედეთის თავდაცვის მინისტრების ხელმძღვანელობით დელეგაციებს შორის შეხვედრაზე ყურადღება ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკის ინტენსიფიკაციასა და ტოტალური თავდაცვის სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე გამახვილდა. შვედმა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, ბოლო დროს განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა და ქართველი ხალხს მიუსამძიმრა.

 

 

ურთიერთთანამშრომლობის ფორმატის განხილვისას ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში შვედი ექსპერტის ჩართულობა, რომელიც ქართველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება ერთობლივ სწავლებებში მონაწილეობის საკითხსაც დაუთმეს.

 

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატოს გაძლიერებული შესაძლებლობების ინიციატივის ფორმატში პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას და ინტენსიურ დისკუსიებს. ლევან იზორიამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო სკანდინავია-ბალტიის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში და ქართულ მხარეს ტოტალური თავდაცვის კუთხით თავდაცვის რეფორმირების პროცესში მათი გამოცდილება მაქსიმალურად გაეთვალისწინებინა.

 

 

საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრი გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და „შვედეთის თავდაცვის პოლიტიკისა და ევროპულ უსაფრთხოებაში არსებული გამოწვევების“ შესახებ თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს ლექციას წაუკითხავს. პიტერ ჰულტქვისტი ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრასაც გეგმავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი