კობახიძის თქმით, ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი ევროკავშირის არც ერთი წევრი ქვეყნის მხრიდან არ განიხილება
06-03-2018, 15:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი ევროკავშირის არც ერთი წევრი ქვეყნის მხრიდან არ განიხილება.

 

 

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პრევენციულ ზომებზე მუშაობა უკვე დაწყებულია და საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტი, მზად არის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად.

 

 

„რამდენადაც ვიცი, შეჩერების საკითხი არ განიხილება არცერთი ქვეყნის მხრიდან. რაც შეეხება, ზოგადად, ჩვენს ხედვას, ჩვენ უნდა მივიღოთ პრევენციული ზომები იმისათვის, რომ არასწორი მიმართულებით არ წარიმართოს პროცესები და ეს მუშაობა უკვე დაწყებულია. პარლამენტი მზად არის, თავის მხრივ, თუ საჭირო გახდება, მიიღოს თუნდაც საკანონმდებლო ცვლილებები იმისათვის, რომ მოხდეს პრობლემების და გართულებების პრევენცია. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ვიზალიბერალიზაცია ჩვენთვის არის როგორც პრივილეგია, ასევე, ჩვენთვის ეს არის პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა სათანადოდ უნდა გავიაზროთ ჩვენ, ხელისუფლებამ და ასევე, ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ“, განაცხადა კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იუწყება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი