საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მიმდინარე წლის მაისიდან პატრულ-ინსპექტორები ახალი, თანამედროვე სტანდარტების სამხრე კამერებით აღიჭურვებიან.
2280 სამხრე კამერის სისტემის შესყიდვა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოხდება.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ახალ კამერებს არსებულთან შედარებით მკვეთრად გაუმჯობესებული ტექნიკური პარამეტრები ექნება. შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორების ახალი კამერებით აღჭურვა მტკიცებულებების სრულყოფას და მასალის უწყვეტ რეჟიმში ჩაწერას უზრუნველყოფს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.