მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს საპასუხო წერილს უგზავნის.
„თქვენს მიერ 2 მარტს გამოგზავნილ წერილზე პასუხად, რომელშიც თქვენ დახმარებას ითხოვდით არჩილ ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადაცემის საკითხში, მსურს გაცნობოთ, თქვენი წერილის მიღებისთანავე ჩვენ ამ შემთხვევაში აუცილებელ ყველა ზომას მივმართეთ.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაგვარწმუნა, რომ მზად არიან ცხედარი უახლოეს დროში გადასცენ, როგორც კი გამოძიების ფარგლებში მიმდინარე კრიმინალისტიკური ექსპერტიზის შედეგებს მიიღებენ.
ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის გადაცემა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მისიის შუამავლობით იგეგმება“, ნათქვამია პატრიარქ კირილის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ასაჯაროებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.