ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ სოფელ ახალშენში, კიკნაძეების ოჯახში ბუნებრივი აირი სიმბოლურად აანთო. ოჯახებში ბუნებრივი აირის შეყვანის პროცესი ამ ეტაპისთვის რამდენიმე სოფელში (ახალშენი, საწულუკიძეო, ქუტირი) ერთდროულად მიმდინარეობს.
ერთი ოჯახისთვის ინდივიდუალური გამრიცხველიანების ღირებულება 400 ლარს შეადგენს, რომლის დაფარვაც მოსახლეობას ეტაპობრივად შეუძლია.
გაზიფიცირების პროცესს ყოველდღიურ რეჟიმში მონიტორინგს უწევენ მერიის შესაბამისი სამსახურები.
„გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება და მიმდინარე პროცესის დასრულების შემდეგ ხონის მუნიციპალიტეტის ბარის ზონა სრულიად გაზიფიცირებული იქნება, შემდეგი ეტაპისთვის კი დავიწყებთ მუშაობას მაღალმთიანი ზონის გაზიფცირების სამუშაოებისთვის“, განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
ხონის მუნიციპალიტეტში 2017 წელს – გაზსადენი ქსელი აშენდა 8 სოფელში 2 839 ოჯახისთვის ( ახალშენი 353, გვაზაური 220, გუბი 479, ივანდიდი 822, კონტუათი 295, ნახახულევი 214, საწულუკიძეო 210, ქუტირი 310 ). ამჟამად ბუნებრივი აირის ოჯახებში შეყვანა მიმდინარეობს.
ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.