ირაკლი ღარიბაშვილი: იმედი მაქვს, ძალიან მალე ჩვენს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის საშუალება ექნებათ
22-05-2015, 00:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმედი მაქვს, ძალიან მალე ჩვენს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის საშუალება ექნებათ,- ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების ოფიციალურ მიღებაზე, ქართული და უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან გააკეთა.


პრემიერმა რიგაში დღეს გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე მსოფლიო ლიდერები საუბრობენ.


„ყველანი ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ძალიან მოკლე დროში, სულ რაღაც 6 თვეში და ეს იყო ძალიან დიდი ნახტომი წინ. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მიღწეული წარმატების და რეფორმების გათვალისწინებით, საქართველო იმსახურებს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ უვიზო რეჟიმი. პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა დარჩენილია ტექნიკური პროცედურები, რომლებიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.


„აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს ლატვიის პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშმა უმასპინძლა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი