სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ
06-03-2018, 18:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში - „ქალები პოლიციაში“ მონაწილეობენ.

 


ღონისძიება საქართველოს შს სამინისტროსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში უკვე მეშვიდე წელია საქართველოში იმართება. კონფერენცია დღეს, შს მინისტრის სიტყვით გამოსვლით გაიხსნა და მას აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი ესწრება. ღონისძიება ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ექვს წარმომადგენელთან ერთად 13 ქვეყნის ქალი პოლიციელები მიიღებენ, მათ შორის მოლდოვიდან, მონტენეგროდან, ალბანეთიდან, ფილიპინებიდან, პაკისტანიდან, ინდონეზიიდან და სხვა ქვეყნებიდან.

 


კონფერენციის მიზანია მსოფლიოში სამართალდამცავ ორგანოებში ქალთა ჩართულობის გაზრდა და ხელშეწყობა. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია მონაწილეთა სიტყვით გამოსვლები და ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს მათ ეფექტიან მუშაობას.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი