წყალტუბოში ვიზა-ლიბერალიზაციით სარგებლობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
06-03-2018, 19:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებთან, ა(ა)იპ.-ების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

 

 

შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ იურისტებმა იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლის წინაშეც დღეს დგას საქართველო. მათი ინფორმაციით, 2017 წლის 28 მარტიდან დღემდე უვიზო რეჟიმით საქართველოს მოქალაქეებმა 240000-ჯერ ისარგებლეს.

 

 

„საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის კუთხით საფრთხე არ ემუქრება, წესების დარღვევის შემთხვევაში დადგება მხოლოდ მიმოსვლის შეჩერების საკითხი. მთავარია რომ მოქალაქეებმა აირჩიონ კანონიერი გზა ევროპის ქვეყნებში გასამგზავრებლად. მიმდინარეობს ინტენსიური კონკულტაციები ევროკავშირის (შენგენის) ზონის ქვეყნებთან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების და საქართველოდან თავშესაფრის განცხადების განხილვის პროცედურის გამარტივებისა და ვადების შემცირების შესახებ. ასევე ერთობლივი თანამშრომლობა კრიმინალთან ბრძოლაში“, აღნიშნა „სიდას“ წარმომადგენელმა, ზვიად დევდარიანმა.

 

 

„მსხგავსი ტიპის შეხვედრები აუციელბელია, რადგან ჩვენ ვართ ინფორმაციის გამტარი რგოლი მოსახლეობასა და საგარეო სამინისტროს შორის. ჩვენ უნდა მივაწოდოთ მოსახლეობას ყველა ინფორმაცია სიახლეების შესახებ, ამისთვის ჩვენ უნდა შესაძლებლობა იმისა რომ ასეთი შეხვედრები ჩატარდეს", განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა.

 

 

შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს MFA of Georgia-ს და ნატოსა და ევრკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPO) მხარდჭერით განხორციელდა.

 


ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელის იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძის ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში იმერეთის 12 -ივე მუნიციპალიტეტში ანალოგიური შეხვედრები გაიმართება.

 

 

ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი