ირაკლი ღარიბაშვილი იტალიელმა კოლეგამ მატეო რენციმ იტალიაში ოფიციალურ ვიზიტად მიიწვია
22-05-2015, 00:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იტალიელმა კოლეგამ, მატეო რენციმ, იტალიაში ოფიციალურ ვიზიტად მიიწვია. ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების პირველი შეხვედრა რიგაში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში გაიმართა.



იტალიასთან პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის მომავალი, საუბრის მთავარი თემები იყო.

 


ირაკლი ღარიბაშვილმა მატეო რენცის საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები და იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო-იტალიას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის დინამიკა შენარჩუნდება.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე მიესალმა ახალი საარჩევნო კანონის - „იტალიკუმის“ მიღებას, რომელიც იტალიაში პოლიტიკური ცხოვრების სტაბილურობას შეუწყობს ხელს და წარმატებები უსურვა მმართველ „დემოკრატიულ პარტიას“ რეგიონულ და ადგილობრივ არჩევებში, რომელიც 31 მაისს გაიმართება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი