წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე და მერიის ზედამხედველობისა და მოსაკრებლების განყოფილების უფროსი მალხაზ ჩხეიძე ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის წარმომადგენლებს - ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტთა გუნდის ხელმძღვანელს, რენე ბუსტენს, პროექტის ასისტენტს, ნოდარ შერგელაშვილსა და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრი" ხელმძღვანელს, ქეთევან ცხაკაიას შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს პროექტის მიზანზე, რაც გულისხმობს ქუთაისის მოქმედი ნაგავსაყრელის დახურვას, ახალი თანამედროვე სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობას (რომელიც იმერეთის რეგიონთან ერთად ასევე მოემსახურება რაჭა-ლეჩხუმს და ქვემო სვანეთს) და ტექნიკურ დახმარებას საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისათვის. პროექტის დონორია გერმანიის განვითარების ბანკი.
ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.