თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო უსაფრთხოების იგნორირების გამო, ასევე დარღვევით მიმდინარე პროექტებზე გაფრთხილება 500 ობიექტს მიეცა, მათგან უკვე დაჯარიმდა 272 სამშენებლო ობიექტი, შეჩერების დადგენილება კი ამოქმედდა 120 ობიექტის მიმართ.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მერიაში მომზადდა კანონპროექტი, რომელიც გადაეგზავნა პარლამენტს და ამ ცვლილებებით უფრო ეფექტური გახდება ზედამხედველობის ფუნქციები სხვადასხვა დარღვევების მიმართ.
„ამ მიზნით, ჩვენმა გუნდმა მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც გადაუგზავნა პარლამენტს და მგონია, რომ ამ ცვლილებებით უფრო ეფექტური გახდება ზედამხედველობის ფუნქციები შემდეგი დარღვევების მიმართ: დედაქალაქის იერსახის დამახინჯება; თბილისის ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას; თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე; გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა, რეკლამის უნებართვო განთავსება ან არასათანადო რეკლამის განთავსება. მე მგონია, რომ ამ მიმართულებით საჭიროა კანონმდებლობის გამკაცრება, რათა ეფექტური იყოს ზედამხედველობის სამსახური.
ჩვენ უკვე დავიწყეთ და მომავალში კიდევ უფრო მეტი სიმკაცრით მივუდგებით უკანონოდ ან სხვადასხვა სახის კანონდარღვევით მიმდინარე მშენებლობების თემას. მე მოსახლეობა ჩავაყენე საქმის კურსში, თუ რა დარღვევები გამოიკვეთა ბოლო თვეების განმავლობაში და კიდევ ერთხელ მინდა წარმოვუდგინო მოსახლეობას ანგარიში ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე სამშენებლო უსაფრთხოების იგნორირების გამო ან დარღვევით მიმდინარე პროექტებზე, გაფრთხილება მიცემული აქვს 500 ობიექტს, მათგან უკვე დაჯარიმდა 272 სამშენებლო ობიექტი. შეჩერების დადგენილება ამოქმედდა 120 ობიექტის მიმართ. ასევე, მინდა გითხრათ, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეადგინა ოქმი საარჩევნო პლაკატების ჩამოუხსნელობის 59 ფაქტზე, ხოლო სარეკლამო კონსტრუქციების გამო, გაფრთხილებულია 300-მდე ობიექტი და აქ პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა მეტი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ გაკრული პლაკატები, კეთილი ინებონ და არ დატოვონ, ჩამოხსნან, რადგან ეს ყველაფერი ამახინჯებს და აბინძურებს გარემოს. მგონია, რომ ამ მიმართულებითაც უნდა გამკაცრდეს მიდგომები და უნდა გაიზარდოს ჯარიმები. აუცილებლად უნდა შეიცვალოს ზედამხედველობის სისტემა, უფრო მობილური და ეფექტური უნდა გახდეს დაჯარიმების პროცესი.
კანონის დაცვა დედაქალაქში განაპირობებს სანქციების გაზრდილ რაოდენობას. ჩემთვის მტკივნეულია და მიუღებელია, როცა თბილისთან მიმართებაში ხშირად იხმარება სიტყვა უსისტემო, უკანონო, ქაოსური. თბილისი თანამედროვე დედაქალაქია, და ეს უწესრიგობა უნდა დავასრულოთ. ზედამხედველობის, როგორ ინსტიტუციის გაძლიერება და დახვეწა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, აქედან გამომდინარე, ვავალებ ქალაქის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ მოამზადოს და დროულად დაიწყოს ზედამხედველობის სისტემისა და ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა, მათ შორის ამ სამსახურის თანამშრომლების გადამზადება-ტესტირების პროცესი, ყველანაირი აღჭურვილობა, რაც კი არის საჭირო ამითვის, ეს იქნება კამერები, ფორმები, ავტომობილები, შეიძინეთ. ყველაფერი გააკეთეთ, რომ ეს სამსახური იყოს უფრო ეფექტური და უმაღლეს დონეზე განახორციელოს საზედამხედველო ფუნქციები. ასევე მნიშვნელოვანია შეიქმნას რეაგირების ეფექტიანი მექანიზმი, დაიხვეწოს მოქალაქეებთან და იურიდიულ პირებთან კომუნიკაციის მეთოდები. ასე რომ, მე მგონია, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა ამ სამსახურის", განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.