კახა კალაძე: საკანალიზაციო ჭების თავები არის ორმოები - ისინი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს იმ კონკრეტულ ქუჩებზეც კი, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია
07-03-2018, 11:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილეს საკანალიზაციო ჭების პრობლემის მოგვარება დაავალა.

 

 

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მოსახლეობისთვის, რომლებიც ავტომობილით გადაადგილდებიან, საკანალიზაციო ჭების თავები პრობლემას წარმოადგენს.

 

 

ბევრს ვსაუბრობთ ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელებაზე, ახალი ავტობუსების შემოყვანაზე და ა. შ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარგია. მინდა, ერთ პრობლემას შევეხო, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურად ხვდება, როდესაც ავტომობილებით გადავაადგილდებით, ეს არის საკანალიზაციო ჭების თავები. ისინი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს იმ კონკრეტულ ქუჩებზეც კი, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია. საკანალიზაციო თავები წარმოადგენს ორმოებს, შესაბამისად, დიდი პრობლემაა მძღოლებისთვის. ამასთან დაკავშირებით მესმის, რომ შეუძლებელია პრობლემის მოგვარება, რადგან ეს არ არის მუნიციპალიტეტის საკუთრება, ეს არის კონკრეტული კომპანიების Gwp და ა. შ. მგონია, ეს მიდგომა არასწორია. ჩვენ ავიღოთ პასუხისმგებლობა ამაზე. ვავალებ ჩემს მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს, რომ უახლოეს მომავალში ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა არის მოწესრიგებული, ეს პრობლემა მოგვარდეს. ამიტომ გავალებთ , რომ უახლოეს მომავალში დაიწყოთ ამაზე მუშაობა”, განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი