ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, ისტორიულ მუზეუმში გამართულ პრეზენტაციას, „საქართველო ღვინის სამშობლოა“, დაესწრო.
წარმოშობით ხარაგაულელი, საქართველოს მევენახეობის დარგის პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, დავით მაღრაძე, მუზეუმის დარბაზში, მევენახეობა-მეღვიონეობის დარგის განვითარებით დაინტერესებულ პირებს შეხვდა და „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის“ სახელმწიფო პროექტი, რომლის კოორდინატორიც თავად გახლავთ, წარუდგინა.

როგორც დავით მაღრაძე განმარტავს, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, რამაც უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინისა და, ზოგადად, ცივილიზაციების ჩამოყალიბებაზე.

ხარაგაულის მერმა შეხვედრა ნაყოფიერად შეაფასა და აღნიშნა, რომ დავით მაღრაძის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვნად წაადგება ხარაგაულში ღვინის წარმოებით დაინტერესებულ პირებს.
ინფორმაციას და ფოტომასალას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.