შინაგან საქმეთა სამინისტრო კახეთში გუშინ დაკავებული გიორგი ქიტოშვილის ბრალდებას პასუხობს. ბრალდებაზე, რომ პოლიციამ ქიტოშვილის დაკავებისას ძალას გადაამეტა, შსს-ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა პროპორციული ძალა გამოიყენეს და ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია.
„პატრულ-ინსპექტორები კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ და მათ გამოიყენეს პროპორციული ძალა. მოქალქე გიორგი ქიტოშვილი იყო მგზავრი. სამართალდამრღვევ მძღოლს არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა საპატრულო პოლიციასთან, მგზავრი გადმოვიდა და პატრულ-ინსპექტორებს ხელს უშლიდა მათის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.
არაერთგზის მოწოდებისა, რომ ის წასულიყო და დამჯდარიყო მანქანაში, არ ემორჩილებოდა პატრულ-ინსპექტორის კანონიერ მოთხოვნებს. ამის შემდეგ მათ მოახდინეს მისი დაკავება. ვნახე ვიდეოკადრები ასევე სხვა კადრებიც მაქვს ნანახი, პოლიციამ პროპორციული ძალა გამოიყენა. არანაირ გადამეტებას არ ჰქონია ადგილი", განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა.
გიორგი ქიტოშვილის სასამართლო პროცესი თელავის სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. ქიტოშვილი პოლიციამ გუშინ ღამით დააკავა. დაკავებულის მეგობარმა ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ახალგაზრდა სამართლამდაცველებს არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე მიუთითებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.