შვედეთის თავდაცვის მინისტრი მეოთხე მექანიზებულ ბრიგადას ესტუმრა
07-03-2018, 13:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შვედეთის თავდაცვის მინისტრი მეოთხე მექანიზებულ ბრიგადას ესტუმრა. ტოტალური თავდაცვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი სწავლებები, სავალდებულო სამხედრო სამსახური, რეზერვის ახალი კონცეფცია - ეს ის საკითხებია, რომელზეც შვედეთის თავდაცვის მინისტრმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სტუმრობისას, ყურადღება გაამახვილა და საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვა. შვედეთის თავდაცვის მინისტრმა საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენისა და ახალი სარეზერვო სამსახურის შემოღების გამო კმაყოფილება გამოთქვა. საქართვგელოსა და შვედეთის თავდაცვის მინისტრებმა ორი ქვეყნის სტრატეგიულ ხედვაში არსებულ მსგავსებებზე გაამახვილეს ყურადრება და ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით წვევამდელთა დიდი ნაწილი სურვილს გამოთქვამს სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ საქმიანობა პროფესიულ არმიაში გააგრძელოს.

 

 

პიტერ ჰულტქვისტი ვაზიანში საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან და გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად იმყოფებოდა. ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები ბრიგადის ოფიცრებსა და სერჟანტებს პირადად გაესაუბრნენ, გაწეული სამსახურისთვის მათ მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს. შვედეთის თავდაცვის მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ შვედეთი 2019 წელს “ნატო-საქართველოს სწავლებაში” ჩაერთვება.

 

 

 

ჯარისკაცებთან გასაუბრების შემდეგ, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ხელმძღვანელობამ შვედეთის დელეგაციას ბრიგადის ისტორიისა და საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და მომავლის გეგმები გააცნო.

 

 

სტუმრებმა მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე შეიარაღებაც დაათვალიერეს. შვედეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მას ქართველი კოლეგა, ლევან იზორია მასპინძლობს.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი