მიხეილ სააკაშვილი: თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ უკვე წელს დავბრუნდები უკრაინაში
07-03-2018, 13:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ უკვე წელს დავბრუნდები უკრაინაში", აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსულ გამოცემა „მედუზასთან“ ინტერვიუში გააკეთა.

 


„არ ვფიქრობ, რომ ისინი დიდხანს გაძლებენ. ადამიანებს, რომლებიც ასეთ ისტერიკაში არიან, დიდხანს გაძლება არ შეუძლიათ - უკრაინული ხასიათის, უკრაინელი ხალხის თავისუფლების სიყვარულის, ცვლილებებისკენ სწრაფვის გათვალისწინებით“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინიდან გაძევების შემდეგ, პოლონეთში ერთი დღე დაჰყო, ჰოლანდიაში კი, პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა არ სჭირდება.

 

 

„როდესაც პოლონეთში ჩავედი, პოლონელებმა ფორმალურად მკითხეს: ხომ არ ვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარას. ჩემი პასუხი იყო – არა. მე პოლონეთის ტერიტორიაზე 15 დღით დარჩენა შემეძლო, თუმცა მე ეგრევე გადავედი ჰოლანდიაში და იქ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მივიღე, რომელიც მე ევროკავშირში გადაადგილებისა და მუშაობის უფლებას მაძლევს.... მე არსად არ მინდა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა. მე აქ ვიმყოფები ლეგალურად, როგორც მოქალაქის ოჯახის წევრი. ჩამოსვლისთანავე, ნახევარ საათში მე ბინადრობის მოწმობა გადმომცეს. ეს მე მაძლევს უფლებას, მაგალითად, გავხსნა ანგარიში ბანკში, რადგან მე არც ერთი საბანკო ანგარიში არ დამრჩა. მე შემიძლია გადაადგილება, შემიძლია მქონდეს ლეგალური სამსახური. მაგალითად, უკვე მაქვს ლექციების წაკითხვისა და ფულის გამომუშავების შეთავაზებები“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი