ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მასზე გავლენას ვერ ახდენს დასავლეთის მცდელობა მიაკერონ მას მსოფლიოს მთავარი ბოროტმოქმედის სახელი.
როგორც „რია ნოვოსტი“ იტყობინება, დოკუმენტური ფილმისთვის - „მსოფლიო წესრიგი 2018“ - მიცემულ ინტერვიუში რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს ჰკითხეს, თუ როგორია მისი შეგრძნება - იყოს მსოფლიოს მთავარი ბოროტმოქმედი.
„ჰკითხეთ ბოროტმოქმედებს. ეს დასავლური წყაროების შეხედულებაა და ყველა მათგანისაც არა“, უპასუხა პუტინმა.
ხოლო იმაზე, ახდენს თუ არა მასზე მსგავსი განცხადებები ზეგავლენას ემოციურად, პუტინმა ასეთი პასუხი გასცა:
„არა, მე ამას ადრე მივეჩვიე. ძალიან კარგი ორიენტირები, ძალიან კარგი სასიგნალო შუქურები არსებობს. ეს შუქურა - რუსეთის ფედერაციის და მისი ხალხის ინტერესებია. თუ მე ვგრძნობ, რომ მე არსაით გადამიხვევია, მივდივარ პირდაპირ, ყველა სხვა დანარჩენი საერთოდ არ მაინტერესებს“, განაცხადა პრეზიდენტმა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი საუბრები ვერ წყვეტს მას იმ ამოცანებისაგან, რომელსაც იგი „თავისი ქვეყნისთვის პირველხარისხოვნად მიიჩნევს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.