ვანის მერიაში პროექტის „არა ნარკომანიას“ პრეზენტაცია გაიმართა
07-03-2018, 16:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, პროექტის „არა ნარკომანიას“ პრეზენტაცია გაიმართა.

 

 

საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნარკომანიის და შიდსის თემაზე, როგორც ნეგატიურ, გლობალურ და აქტუალურ პრობლემაზე, ვიდეორგოლები გადაიღეს, კვლევები ჩაატარეს და პრობლემა ფართოდ გააშუქეს.

 

 

აღნიშნული პროექტის პრეზენტაციას სკოლის მოსწავლეებთან ერთად, პედაგოგები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სადაც სკოლის მოსწავლეების ნაწილმა სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნის აუცილებლობასა და შესაბამის მკურნალობაზე გაამახვილეს ყურადღება, ნაწილმა კი, სანქციების გამკაცრებაზე გააკეთა აქცენტი. თუმცა, საერთო ხედვა ამ მწავევ პრობლემასთან მიმართებაში საზოგადოების როლზე, ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე და სხვადასხვა სექტორის გაერთიანების აუცილებლობაზე იქნა მიმართული.

 

 

კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეებს მსგავსი პროექტების განხორციელების აუცილებლობისკენ მოუწოდეს, ხაზი გაუსვეს ახალგაზრდების ჩართულობის როლს, როგორც ნარკომანიის პრევენციისკენ გადადგმულ ნაბიჯს. დასარულს, პრეზენტაციის მონაწილეებს შესაბამისი სიგელები გადაეცათ.

 

 

ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი