ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხანძრის შედეგად დაზარალებული მარინა ჩიმაკაძე კიდევ ერთხელ მოინახულეს.
მერი ლადო ჯურხაძე ქალბატონის მდგომარეობით პირადად დაინტერესდა, საჭიროებების შესახებ დეტალურად გამოიკითხა და დახმარება აღუთქვა.
„აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიამ რამდენიმე დღის წინ ადგილზე შეისწავლა მდგომარეობა და დაზარალებულს მერიის სოციალური სამსახურის დებულებით გათვალისწინებული დახმარება უახლოეს დღეებში გაეწევა“, განაცხადა მერის მოადგილემ, გერასიმე მჟავანაძემ.
ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.