საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ალბანეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ეწვია
07-03-2018, 18:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ალბანეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ბარდილ კოლჩაკუ ესტუმრა. ალბანელ კოლეგას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ალბანელმა გენერალმა თავდაცვის უწყების შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერი დატოვა.

 

 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გენერალურ შტაბში ქართველ და ალბანელ კოლეგებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. გენერლებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. მათ ასევე, მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზე ისაუბრეს.

 

 

საქართველოსა და ალბანეთის გენერალური შტაბის უფროსებმა სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობასა და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზეც გაამახვილეს ყურადღება.

 

 

ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, ალბანეთის გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ბარდილ კოლჩაკუმ გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო. ვიზიტის ბოლოს ბრიგადის გენერალი ბარდილ კოლჩაკუ ნატოს-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ეწვევა.

 

 

ალბანეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი