რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ხელფასის მინიმალური ოდენობის გაზრდის შესახებ, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის მაისიდან ის თვეში 11 163 რუბლი (დაახლოებით 480 ლარი) იქნება და გაუთანაბრდება ცხოვრების საარსებო მინიმუმს.
როგორც „რია ნოვოსტი“ იტყობინება, კანონი სამ მილიონ ადამიანს შეეხება, მათ შორის 1,6 მილიონ სახელმწიფო და მუნიციპალურ დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომლებს.
ხელფასების მომატებისთვის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმდინარე წელს 39,3 მილიარდი რუბლია განსაზღვრული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.