თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნინო ჯანელიძესა და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც კულტურის სახლის დარბაზში თერჯოლელ შემოქმედ ადამიანთა და ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის მოსწავლეთა ჩართულობით გაიმართა.

ღონისძიებას უძღვებოდა ა(ა)იპის ხელმძღვანელი რუსუდან კოვზირიძე, რომელსაც მრავალი თაობის აღზრდაში მიუძღვის მნიშვნელოვანი წვლილი და ამ ღონისძიებით „ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები“ აღსაზრდელებთან ერთად ღვაწლმოსილ ბებიებს მოეფერა, მადლობა გადაუხადა და ბოლოს „საუკეთესო ბებიის სტატუსი“ მიანიჭა.

„ემოციებით დატვირთული ქედს ვიხრი თქვენი უჭკნობი სილამაზისა და ფასდაუდებელი ამაგის წინაშე. გეფერებით და მადლობას გიხდით ჩვენო მოამაგენო, მომავალზე ზრუნვით გაჭაღარავებულო ჩვენო ძვირფასო ქალბატონებო, ბებიებო. თქვენი ღვაწლი ქვეყნის წინაშე განუზომელია“, მიმართა დამსწრე საზოგადოებას ბონდო სოფრომაძემ

ინფორმაციასა და ფოტომასალას თერჯოლის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.