დიმიტრი ქუმსიშვილი სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა
06-03-2018, 21:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებს, რომლებიც სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც კორეასა და საქართველოს გააჩნიათ ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.

 


ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომელზეც შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს, იყო ის საინვესტიციო ინტერესი, რომელიც კორეულ მხარეს აქვს საქართველოში ენერგეტიკის დარგში, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობის კუთხით. აღინიშნა, რომ ამ სექტორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც საქართველოს საპარტნიორო ფონდთან ერთად კორეული კომპანია K-Water უკვე ახორციელებს, სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე მშენებარე „ნენსკრა ჰესია,“ რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1 მლრდ. აშშ დოლარია. ქართული მხარის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსადმი ის ინტერესი, რომელიც მსხვილი კორეული კომპანიის “SK E&C”-ის წარმომადგენლებმა გამოხატეს რამდენიმე დღის წინ პირველ ვიცე-პრემიერთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართულ შეხვედრაზე.

 

 

 

 

პირველმა ვიცე-პრემიერმა კორეელ სტუმრებს გააცნო ის ეკონომიკური რეფორმები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ბიზნესის ხელშეწყობისა და ახალი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ სხვადასხვა ქვეყნებთან გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები, რაც კიდევ უფრო ზრდის საერთაშორისო ინვესტორების ინტერესს საქართველოს ეკონომიკის სექტორებში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის.

 


კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში რამდენიმედღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად კორეულ მხარესთან გამართულ შეხვედრას საპარტნიორო ფონდიდან დავით საგანელიძე და ნათია თურნავა, ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

 

 

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი