დიმიტრი ქუმსიშვილი: შეირჩა 6 პარტნიორი ქვეყანა, სადაც კონკურსის შედეგად შერჩეული კომერციული ატაშეები მუშაობას შეუდგებიან
06-03-2018, 19:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„კომერციული ატაშეს ინსტიტუტის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ჟურნალისტებს კომერციული ატაშეს თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

 


მინისტრის თქმით, შეირჩა ექვსი პარტნიორი ქვეყანა, სადაც კონკურსის შედეგად შერჩეული კომერციული ატაშეები მუშაობას შეუდგებიან, ხოლო კომერციული ატაშეების ძირითად ვალდებულებებში ორი სხვადასხვა მიმართულება შევა.

 


„პირველ რიგში, ეს არის საექსპორტო პროდუქციის გაყიდვების ხელშეწყობა. მეორე - ეს არის ინვესტიციების მოზიდვა. როდესაც ვსაუბრობთ ინვესტიციების მოზიდვაზე, რა თქმა უნდა, მათ შორის საუბარია მაღალტექნოლოგიურ ინვესტიციებზე, ცოდნის გადმოტანასა და გაზიარებაზე. შესაბამისად, ეს მიმართულება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

 


პირველი ვიცე-პრემიერის განმარტებით, ეს არის საპილოტე პროექტი და პირველ ეტაპზე შეირჩა ექვსი პარტნიორი ქვეყანა, სადაც კონკურსის შედეგად შერჩეული კომერციული ატაშეები მუშაობას შეუდგებიან. ეს ქვეყნებია: აშშ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.

 


„ყველა ამ ქვეყანასთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი და სწორედ ამ პოტენციალის რეალიზაციისთვის გვჭირდება კომერციული ატაშეები, რომლებიც ამ ქვეყნებში იმსახურებენ“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 


კომერციული ატაშეს თანამდებობაზე საკონკურსო პირობები გამოქვეყნდება როგორც ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე www.economy.ge, ასევე ბევრ საინფორმაციო პორტალზე, მაგრამ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შევსება შეეძლებათ მხოლოდ დასაქმების სამთავრობო პორტალზე www.hr.gov.ge.

 


კონკურსი დღეიდან გამოცხადდა და 14 დღის განმავლობაში გაგრძელდება. შერჩეული კანდიდატები შესაბამისი სპეციფიკური გადამზადების შემდეგ მუშაობას 2018 წლის განმავლობაში შეუდგებიან.

 


„ჩვენ გვინდა ავიყვანოთ პროფესიონალები, რომლებსაც არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ კერძო სექტორში: საერთაშორისო ვაჭრობის ან ინვესტიციების მიმართულებით ან საფინანსო სექტორში. ასევე, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. მინდა მოვუწოდო ყველა დაინტერესებულ პირს, რომ შევიდნენ www.hr.gov.ge-ზე და მიიღონ კონკურსში მონაწილეობა“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 


ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი