პენტაგონი „იმედგაცრუებულია“ რუსთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებებით იმ შეიარაღების ახალი სახეობების შესახებ, რომელიც რუსეთს გააჩნია, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილემ ჯონ რუდმა.
„ჩვენ ვიცით რუსული იარაღის განვითარების თაობაზე და შეშფოთებულები ვაკვირდებით ზოგიერთ ცვლილებას რუსეთის სამხედრო დოქტრინასა და სამხედრო წვრთნებში, მაგრამ ჩვენ იმედგაცრუებას გვიქმნის ის, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა გადაწყვიტა წარმოედგინა ეს ზუსტად ისე, როგორც მან წარმოადგინა“, განაცხადა რუდმა აშშ-ის სენატში შეიარაღებული ძალების კომიტეტის სხდომაზე მოსმენებისას, როგორც ამას რუსული ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
მას დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ უფრო ადრე, სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ნახა კომპიუტერული სიმულაციები, აშშ-ის ტერიტორიისკენ მიმართული რაკეტები, რომელიც პუტინის რუსეთის ფედერაციის საბჭოში გამოსვლისას იყო ნაჩვენები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.