გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენდა საამაყოდ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ისტორიულად ყოველთვის დაფასებული იყო ქალის როლი საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში
08-03-2018, 11:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უდიდესი პატივისცემით ვულოცავ ყველა ქალბატონს 8 მარტს - ქალთა საერთაშორისო დღეს, ვუსურვებ თითოეულ მათგანს ბედნიერებას და დიდ წარმატებას, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

 

 

„ჩვენდა საამაყოდ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ისტორიულად ყოველთვის დაფასებული იყო ქალის როლი საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში. ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გვყავდა მეფე თამარი. მე-20 საუკუნის დასაწყისში კი, როდესაც პოლიტიკურ პროცესებში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების მონაწილეობა იშვიათობა იყო, საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკას უკვე ჰყავდა პოლიტიკური პარტიისა და დამფუძნებელი კრების წევრი ქალები. წელს, როდესაც ჩვენ დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადების 100 წლისთავს აღვნიშნავთ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ქრისტინე შარაშიძე და ანა სოლოღაშვილი - პირველი ქართველი პარლამენტარი ქალები, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს სახელმწიფოებრივ საქმეში", წერს გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი