ადიგენის მუნიციპალიტეტში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 100 წელს გადაცილებული ქალბატონები პირადად მოინახულეს, 8 მარტის დღესასწაული მიულოცეს, სიმბოლური საჩუქრები და ფულადი თანხა - 500 ლარი გადასცეს.

ასევე, ადიგენის ახალგაზრდულ ცენტრში ღონისძიება გაიმართა, სადაც ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სხვადასხვა მუსიკალური ნომრები.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ - მათ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს და სიმბოლურად ყვავილები გადასცეს.

ინფორმაციასა და ფოტომასალას ადიგენის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.