წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გრიგოლ ივანეიშვილმა, საკრებულოს წევრებმა ლატავრა ბენდელიანმა და თამარ მამარდაშვილმა ქალთა საერთაშორისო დღე 102 წლის ზინაიდა ინანეიშვილს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითის მკვიდრს, მიულოცეს.
„ქალთა საერთაშორისო დღე მივულოცეთ სოფელ ოფშკვითის მკვიდრს, 102 წლის ზინაიდა ინანეიშვილს. ქალბატონი ზინაიდა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა, მიუხედავად წლებისა, ოპტიმიზმი და ცხოვრების ხალისი შეინარჩუნოს. მან დიდი სითბოთი მიგვიღო და სულ მალე დაბადების დღის აღსანიშნავადაც მიგვიწვია", განაცხადა გრიგოლ ივანეიშვილმა.
ზინაიდა ინანეიშვილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის უხუცესი ქალია. ის ეროვნულ არქივში საკუთარი დაბადების ჩანაწერის სანახავად იმყოფებოდა და თავისი ცხოვრების ისტორია „დღის შოუს" გაანდო.
ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.