პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ქალაქგარეთ, კონჩა-ზასპაში მდებარე უძრავ ქონებას იცავდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, იტყობინება Страна.ua ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
უკრაინული გამოცემის თანახმად, ეროვნული პოლიციის საგანგებო დანიშნულების ლეგიონის უფროსმა სერჟანტმა, სერგეი გალასიუკმა „პოროშენკოს სახლთან, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა“. შემთხვევა 23 თებერვალს მოხდა, თუმცა მხოლოდ ახლა გახმაურდა.
„გალასიუკი დასახლებაში მოვიდა, შეცვალა თავისი კოლეგა, შევიდა ჯიხურში და იქ... თავი მოიკლა“, აცხადებს წყარო.
უკრაინული მედიის ცნობით, გალასიუკი ადრეც ცდილობდა თავის მოკვლას, თუმცა იგი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას მაინც განაგრძობდა.
სამართალდამცავ ორგანოებში დაადასტურეს გალასიუკის გარდაცვალება. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.